"ხელოვნურ კომაში ჰყავდათ, რომ შოკისგან გული არ გასკდომოდა"

  • სარკე
  • 12 დეკემბერი 15:31, 2018 წელი

მიხეილ გიორგაძის მდგომარეობის შესახებ "სარკეს" მისი უახლოესი მეგობარი კახაბერ კანდელაკი ესაუბრა. მისი თქმით, მიხეილ გიორგაძე ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

"ცოლ-შვილი კახეთში, ლოპოტაზე ჰყავდადა თვითონაც ჩავიდა. მეორე დღეს სამსახურში უნდა წასულიყო. როგორც ჩანს, სიბნელეში გზა აერია. იმ ღამით თურმე ტაქსის მძღოლი მიჰყვებოდა უკან. მძღოლს დაუნახავს ავარია და მას დაურეკავს სასწრაფოში თორე დილამდე ალბათ ვერც ვიპოვიდით. მიშას ავარიის მომენტი საერთოდ არ ახსოვს. ექიმებმა თქვეს, ადამიანს ტვინში რაღაც დამცავი აქვს და ასეთი მომენტები არ ამახსოვრდებაო. გონზე რომ მოვიდა ძალით დააძინეს, რომ თელავიდან თბილისში ჩამოეყვანათ. ხელოვნურ კომაში ჰყავდათ ალბათ 9 დღის განმავლოობაში. ტვინი მსუბუქად ჰქონდა დაზიანებული არც მეტყველებაზე უმოწმედია და არც კიდურებზე. ძვლებიც ისე აქვს დამტვრეული, რომ აცდენილი არ იყო და ოპერაციაც აღარ დასჭირდა. ყველაზე დიდი პრობლემა ფილტვები იყო, შეკუმშული ჰქონდა და გაიხსნა. ახლა ჩვეულებრივადაა ვიდეოჩართვაც გვქონდა და მთხოვა ყველასთვის გადამეცა, რომ კარგად არის", - ამბობს კახებრ კანდელაკი.


 

წყარო: სარკე