პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკლებლივ ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება

  • რეზონანსი
  • 12 დეკემბერი 13:42, 2018 წელი

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის 160  თანამშრომელი უმუშევარი რჩება.

მმართველი გუნდი სახელდახელო საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 160 თანამშრომელი სახლში კომპენსაციისა და ახსნა-განმარტებების გარეშე გაუშვას და ახალი თანამშრომლებიც ყოველგვარი კონკურსის გარეშე მიიღოს.


ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 58-ე მუხლში შედის. ცვლილების მიხედვით, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება, გააფორმოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება და შესაბამისად, ისინი აღარ ჩაითვლებიან საჯარო მოხელეებად.


აღნიშნული კანონპროექტი საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე უნდა განხილულიყო, თუმცა, ის გადაიდო.


საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ამ უთავმოყვარეო კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

წყარო: რეზონანსი