ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა

  • pia.ge
  • 11 დეკემბერი 13:42, 2018 წელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ადგილზე დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მათ შესაბამის კვლევები უტარდებათ, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერ ვერ საუბრობენ.


შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.


ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge