ქართველ ქურდებზე - ამჯერად მოსკოვში "კახა გალსკი" დაიჭირეს

  • რეზონანსი
  • 11 დეკემბერი 13:31, 2018 წელი

მოსკოვში კახაბერ ფარფალია, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ცნობილი, როგორც "კახა გალსკი" დააკავეს.

ფარფალია მოსკოვის კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი კანონიერი ქურდი, ქურდული საერთოს განმკარგავი, კალაშოვის (შაქარო მალადოს) ნდობით აღჭურვილი პირია.


კრიმინალურ სამყაროში მიიჩნეოდა, რომ ფარფალიას სამართალდამცავებთან კარგი ურთიერთობა და დევნის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გააჩნდა, თუმცა, როგორც რუსული მასმედია იუწყება, ამჯერად რაღაც ისე ვერ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო.

წყარო: რეზონანსი