თბილისში მოწყალების მთხოვნელ ბავშვს გამვლელმა ფეხსაცმელი უყიდა და თავად ჩააცვა

  • რეზონანსი
  • 10 დეკემბერი 23:01, 2018 წელი

თბილისში, საბურთალოს ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე არასრულწლოვან ბიჭს, რომელიც თავს მოწყალებით ირჩენს და ტროტუარზე ფეხშიშველი იჯდა, გამვლელმა მაღაზიაში ფეხსაცმელი უყიდა და თავადვე ჩააცვა.

ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში ვრცელდება. არასრულწლოვანი ბიჭი ამბობს, რომ ოჯახს უჭირს და იძულებულია შემწეობა ქუჩაში გამვლელებისგან ითხოვოს.


წყარო: რეზონანსი