დაჭრილია იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე

  • pia.ge
  • 10 დეკემბერი 19:15, 2018 წელი

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი, ზვიად მიხანაშვილი და ორი პირი დაჭრეს.

ამის შესახებ "პირველს"  ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.

როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.


უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge