“რუსები საკუთარი ხელით დახსნიან მავთულხლართებს”-ლელა კაკულია

  • რეზონანსი
  • 10 დეკემბერი 12:20, 2018 წელი

ბოლო დღეებში სამაჩაბლოში, მავთულხლართებთან მიმდინარე მოვლენებთან კონტექსტში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რამდენიმე წინასწარმეტყველებას.  

ლელა კაკულიამ წარსულში ჩაწერა და გამოაქვეყნა კიდეც როგორც საავტორო გაზეთებში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია" ისე წიგნებში „ახალი სიტყვა".


2013 წელი, 29 სექტემბერი, ურეკი.


მინდა გავიმეორო წლების წინ ნათქვამი: რუსეთი მაინც სცნობს საქართველოს თავის წინანდელ საზღვრებში -აფხაზთთან და, ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ ოსეთთან ერთად, ხოლო აფსუებსა და ოსებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების დოკუმენტის ნაცვლად, ფარატინა ქაღალდი შერჩებათ ხელში.


მავთულხლართების ხლართვა ძალიან ცუდ იმიჯს უმკვიდრებს რუსეთს მეგობარ სახელმწიფოთა შორისაც. ის მეგობარი სახელმწიფოებიც, ვხედავ, ნდობას კარგავენ მის მიმართ. მათ ზუსტად იციან უკვე, რომ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი და მათი ნდობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება.


**


სამაჩაბლოელებმა არ უნდა დატოვონ თავიანთი სახლები, სოფლები არ უნდა დაცარიელდეს! დღეს იქ მთელი საქართველო უნდა იდგეს!


რუსეთი ძალადობას ვერ გაბედავს. მაგრამ ხალხს ეშინია, ყველაფერს მოელიან, მით უმეტეს, რომ დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა არასტაბილური და შერყეულია ამერიკის პრეზიდენტის „წყალობით". მაგრამ მალე ეს ყველაფერი გადაივლის და ყველა დევნილი თავის სახლს დაუბრუნდება როგორც სამაჩაბლოში, ისე აფხაზეთში.


მალე მთელი ევროპა ახმიანდება საქართველოში რუსეთის ქმედებებზე. და იმდენად ახმიანდება, რომ რუსები იძულებულები გახდებიან, მოხსნან მავთულხლართები, ხოლო მომავალში საერთოდ დატოვონ მთელი კავკასია.


2013 წელი, 3 ნოემბერი


საქართველოში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება ელვისებურად. ლიტვის სამიტზე ხელმოწერა კი არა, მაპ-ს მივიღებთ უცებ და სწრაფი ტემპით კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში. ეს არის ამერიკის საპასუხო დარტყმა იმ ბუნძურ პოლიტიკისთვის, რომელსაც რუსეთი ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ატარებს...


გარკვევით ვხედავ გემზე მდგომ ამერიკელ გენერალს, რომელსაც ხელი აქვს გაშვერილი სამაჩაბლოსა და აფხაზეთისკენ. ვხედავ ცისფერჩაფხუტიანებს, როგორც ვხედავდი 20 წლის წინ, რომლებიც სწრაფი ნაბიჯით გარბიან და იკავებენ პოზიციებს.


ესეც თქვენი მავთულხლართები, რუსეთო!


თავისი ხელით დახსნიან ამ ხლართებს. ეს ძალზე სერიოზული ხედვაა!

წყარო: რეზონანსი