"დილით მამაჩემი გარდაიცვალა, მაგრამ ამის მოსმენისას ისეთი სიცილი ამიტყდა, ჩემები შემოვარდნენ, რა გჭირსო"

  • რეზონანსი
  • 10 დეკემბერი 11:15, 2018 წელი

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს.

"რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტი მირეკავს და მეკითხება, არსებობს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაფინანსებდათ საპრეზიდენტო კამპანიის დროს ხელისუფლება რომ გეკრიტიკებინათო.


ეს ის დილაა, მამაჩემი რომ გარდაიცვალა და საავადმყოფოდან ახალი შემოსული ვარ სახლში, მამა რომ გადმოვასვენე და ის ისაა, ოთახი მივალაგე და ჩამოვჯექი. არჩევნების წინა დღე.


განწყობას მიმიხვდებით, მაგრამ ამ ინფორმაციის მოსმენისას ისეთი სიცილი ამიტყდა, ჩემები შემოვარდნენ, რა გჭირსო.


აი, ასეთი მორალურ-ეთიკური მმართველი პარტია გვყავს, რომ მათი პიარ იდეოლოგები ასეთ სასაცილო დღეში იგდებენ თავს, თუმცა დრამატულიც სწორედ მათი ეს გახრწნილობაა", - წერს გამზარდია.

წყარო: რეზონანსი