რუსთავში ქალებმა კაცს დაუდგენელი სასმელი დაალევინეს და 5000 ლარი მოჰპარეს

  • რეზონანსი
  • 10 დეკემბერი 10:28, 2018 წელი

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, 50 წლამდე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს და ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ორმა ახალგაზრდა ქალმა ალკოჰოლურ სასმელში დაუდგენელი ნივთიერება შეურია, სასმელი მამაკაცს მოტყუებით დაალევინეს რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. სიტუაციით ქალებმა ისარგებლეს და მამაკაცი გაქურდეს.


როგორც, ერთ-ერთი თვითმხილველი "ინფო რუსთავთან"ამბობს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ღამის საათებში 2 გოგოსთან ერთად კოსტავას გამზირზე გადაადგილდებოდა, მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი და ტკბილეული შეიძინა, რის შემდეგად ტერიტორია დატოვა, მოგვიანებით კი ის ქუჩაში უგონო მდგომარეობაში ნახეს.


სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებე, რომ პაციენტმა ერთი დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა, ხოლო ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


ირკვევა, რომ 50 წლამდე მამაკაცს თან 5000 ლარამდე თანხა ჰქონდა, თუმცა გონებაზე მოსვლის შემდეგ მან ფული ვეღარ ნახა.


ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით. მამაკაცმა პოლიციაში არ განაცხადა რომ ის ქალებმა გაქურდეს.

წყარო: რეზონანსი