„ჩემი გარდაცვლილი შვილის კლასში შევიდნენ და ბავშვის ფოტოს ჩამოხსნას ითხოვდნენ“ - დირექტორი

  • რეზონანსი
  • 10 დეკემბერი 10:21, 2018 წელი

თბილისის 131-ე საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა-ადელინა ენუქიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს.

„მთელი დღეა სხვადასახვა საინფორმაციო საშუალებებიდან ვისმენ ინფორმაციას, დირექტორის გარდაცვალების შესახებ და არ შემიძლია, რომ ორიოდე სიტყვით ჩემი აზრი არ გამოვხატო!


რეპრესიები წინა ხელისუფლების დროს იყო, თუ იყო. მაშინაც სკოლაში ვმუშაობდი. სამსახუდიდანაც გამომაგდეს, ქურდობაც დამაბრალეს, პროკურატურაში სარჩელიც შეიტანეს, ჩემი ცალფეხა, გარდაცვლილი შვილის კლასშიც შევიდნენ და ბავშვის ფოტოს ჩამოხსნასაც ითხოვდნენ, მაგრამ ბავშვების და ათამდე მასწავლებლის პროტესტმა შეაჩერათ. უკან მომაყოლეს, ვინც ჩემ მეგობრად ითვლებოდა.


აი, ეს იყო რეპრესიები... ვინ იყო ჩემი და ჩემი მეგობრების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი, იქნებ მითხრათ?! სახალხო დამცველსაც მივმართე და სასამართლოსაც, შედეგი ნული... და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის მკვლელობას ვაპროტესტებდი, აქციებზე დავდიოდი და განსხვავებულ აზრს ვაფიქსირებდი ხმამაღლა...


ახლა განსხვავებული აზრს არავინ კრძალავს, სამსახურიდანაც არავინ უშვებს განსხვავებული აზრის გამო და დამეთანხმებით სავსეა საჯარო სამსახურები ნაციონალებით, პედაგოგებზე და დირექტორებზე რომ აღარაფერი ვთქვათ... ვუსამძიმრებ ოჯახს და სპეკულაცია პოლიტიკური ნიშნით სირცხვილია“, - წერს ენუქიძე.

წყარო: რეზონანსი