ლევან კობერიძე: მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ მკაფიოდ თქვას, რატომ აყენებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას

  • 7 დეკემბერი 20:05

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ მკაფიოდ თქვას, თუ რატომ აყენებს ამ საკითხს. ჩნდება აღქმა, რომ მათ უბრალოდ უნდათ იყვნენ პარლამენტში და ამიტომ აყენებენ ამ მოთხოვნას. სხვა მხრივ, ეს მოთხოვმა ჩემთვის გაუგებარია. თქვენც კითხეთ და მეც ვკითხავ აუცილებლად, თუ რა არის ამ მოთხოვნის მოტივი", - განაცხადა დეპუტატმა.


მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა", როგორც რეჟიმი, გასამართლებული უნდა იყოს. 


"ნაციონალური მოძრაობა", როგორც რეჟიმი, უნდა იყოს გასამართლებული. ასევე მასში გაწევრიანებულ პირებს შეუძლიათ გამართონ ნებისმიერი აქცია, შეიკრიბონ სადაც უნდა. ამ არჩევნებშიც და სხვა არჩევნების დროსაც დავინახეთ, რომ ყველა აქციამ ჩაიარა მშვიდობიანად. ასევე იქნება ახლაც. თუმცა ვფიქრობ, თელავში მთავარი მოვლენა არა აქცია, არამედ ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია იქნება", - განაცხადა კობერიძემ.


კითხვაზე, შეიძლება თუ არა ინაუგურაცია ჩაშალონ, დეპუტატმა ასე უპასუხა: „ვერაფერსაც ვერ ჩაშლიან".


რაც შეეხება ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი აღარ ჩანს, კობერიძემ უპასუხა, რომ "ვიღაცას შეიძლება მართლა ჰქონდეს სურვილი, რომ ეს ადამიანი გაქრეს პოლიტიკური ველიდან, თუმცა ის უფრო აქტიურია. ყველა თავის რეჟიმში მუშაობს და ყველაფერი მიდის წინ, სრული სვლით".