პრინც ჰარის სიკვდილით ემუქრებიან

  • plus.kvira.ge
  • 7 დეკემბერი 18:35

ამერიკული ძალადობრივი დაჯგუფება ნეო-ნაცისტების ბრიტანული ანალოგის წევრები პრინც ჰარის სიკვდილით ემუქრებიან.

დაჯგუფების წევრები სოციალურ ქსელში პოსტერს ავრცელებენ, რომელზეც მუქარის ამოკითხვა მარტივია – პრინც ჰარის თავში იარაღი აქვს დამიზნებული.



ნეონაცისტების გაღიზიანება პრინცი ჰარის მეგან მარკლთან ქორწინებამ გამოიწვია. მეგანს შერეული სისხლი აქვს, მისი დედა, დორია რეგლანდი აფრო-ამერიკელია. სწორედ ამის გამო, პრინც ჰარის ნეონაცისტები “რასის მოღალატეს” უწოდებენ და მას მოკვლით ემუქრებიან.


 

სრული ვერსიის ნახვა plus.kvira.ge