ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარი აგარაკის ფოტოს აქვეყნებს: „მოდით და კარს გაგიღებთ...“ (ფოტო)

  • fortuna.ge
  • 7 დეკემბერი 17:07

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც გადაღებულია სახლის კადრები და აღნიშნულია, რომ ეს სახლი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს ეკუთვნის.

ნანუკამ ეს ვიდეო საკუთარ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს მისი სახლი არ არის: „მოდით და თქვენგან განსხვავებით, კარებს გაგიღებთ და გიმასპინძლებთ იმერული პურ-მარილით. და ისე, რომ იცოდეთ, ჩემი აგარაკი გადაღებული აქვს შუადღეს, ეკა ხოფერიას, თავად მე და აგეღოთ მასალა, სხვის სახლს რომ მტენით. ბანძები ხართ მოკლედ“.


შემდეგ კი ტელეჟურნალისტმა თავისი სახლის ფოტო ატვირთა და დაწერა:


„ეს ნამდვილად არის ჩემი აგარაკი. და გაზაფხულს მარტო იმიტომ ველოდები, რომ აქ გადავიდე. აქ ბევრი ხეხილია, სიმწვანე, წყალი და სიჩუმე. ეს ადგილი არის ჩემი სამოთხე დედამიწაზე“.


სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge