თამარ ჩუგოშვილმა ამერიკელ ხალხს ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა

  • 7 დეკემბერი 16:56

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ჰ. უ. ბუშის გარდაცვალების გამო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

თამარ ჩუგოშვილმა ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო, პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას.


„პარლამენტის სახელით დავაფიქსირე სამძიმრის წიგნში ჩანაწერი პრეზიდენტ  ბუშის, მამა ბუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი  ბუში  ამერიკის  ის პრეზიდენტი იყო, რომელსაც თავისი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაში. ის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და შესაბამისად, ეს ჩვენგან სიმბოლური ჟესტია მის მიმართ ჩვენი პატივისცემის დაფიქსირებისთვის“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.