5 რამ, რაც თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ანგრევს

  • funtime.ge
  • 6 დეკემბერი 21:28

მაინც რა აფუჭებს სექსუალურ ყოველდღიურობას?

 
 
 

1. ჭეშმარიტი სურვილების დაფარვა


იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც თავისუფლად საუბრობს საკუთარ სექსუალურ პრიორიტეტებსა და უცნაურობებზე. გულის სიღრმეში, ყველას გვეშინია, რომ საზოგადოებამ ჩვენ მიმართ უკმაყოფილება არ გამოხატოს. სექსი - ინტიმური საკითხია, მაგრამ მას გარკვეული სტერეოტიპები აქვს. დანაშაულის გრძნობა „არანორმალურობის“ გამო, ფობიები, გულგრილობა, სიძულვილი და ნევროზი ქმნის ჩაკეტილ წრეს, რაც დროთა განმავლობაში ანგრევს სექსს. ჭეშმარიტი სურვილების გაზიარება ძალიან ახლო ადამიანთანაც კი რთულია. მუდმივად არის საშიშროება, რომ არასწორად გაგვიგებენ. „კარგი გოგოები ასე არ იქცევიან. კარგი ბიჭები ასე არ ფიქრობენ“. ის, რაც ხდება საძინებელში, სექსზე გულახდილი საუბრის დროს უნდა იყოს უდიდესი აღიარებისა და წახალისების აქტი.



2. წესების დაცვისკენ მიდრეკილება


რატომ არის სექსზე ყველაზე პოპულარული ფანტაზიები ექთნებსა და „სტიუარდესებზე“? იმიტომ, რომ ფორმაში გამოწყობილ ადამიანთან სექსი არღვევს წესებს და შაბლონებს. ყოველდღიურად იძულებულები ვართ, ვიმოქმედოთ სწორად და ვიყოთ კარგები: დილაობით ვივარჯიშოთ, მივირთვათ ჯანსაღი საუზმე და ვიყოთ მომღიმარები კოლეგებთან. ეს „ნორმალურობა“ კი სექსუალურ ცხოვრებას თითქოს კრძალავს. პერიოდულად კარგია, თუკი სექსში წარმოუდგენლად კარგები და არარაციონალურები ვიქნებით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, საბავშვო მოედანზე სექსუალური აქტით დავკავდეთ. საკმარისია, შეზღუდვებიდან გავთავისუფლდეთ და საძინებელში საკუთარ თავს მეტი სითამამის საშუალება მივცეთ. ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც ვერავინ გვნახავს. სექსუალური „თავხედობა" წარმოუდგენელ შეგრძნებებს გვჩუქნის და თავდაჯერებულობას გვმატებს.


 3. ქორწინება


ბიოლოგიური ფაქტი: დაქორწინებულ წყვილში სექსუალური მიზიდულობა და ინტიმური აქტის სიხშირე მცირდება. დაქორწინებულებისთვის რთულია შაბლონის შეცვლა: ეს ყოველდღიურობაა, ხოლო ეს - ეროტიკა და სექსი. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ქორწინება და შვილების აღზრდა არაფრით განსხვავდება მართვის სისტემისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაქორწინებულები სამსახურიდან სახლში დაბრუნების შემდეგ აგრძელებენ ადმინისტრირებას და დავალებების გადაწყვეტას, ოღონდ სახლის ჩუსტებსა და ხალათში. სწორედ ამიტომ ქრება სექსის სურვილი წყვილში, რადგან ცოლმა ან ქმარმა არ დაკარგოს საქმიანი განწყობა და არ დაავიწყდეს, კიდევ რამე ხომ არ დარჩა შეუსრულებელი?


ქორწინებაში სექსუალური ცხოვრების გადარჩენა, სექსის შემცირება და პარტნიორებში დისტანციის გაზრდა ყველაზე დელიკატური საკითხია. სიახლეებისადმი ინტერესი, ფანტაზია და მგრძნობელობის ჰორიზონტის გაზრდა არ უნდა დაგვავიწყდეს. მნიშვნელოვანია წყვილებმა ხშირად ისაუბრონ ინტიმურ თემებზე. ანგარიშები და შაბათ-კვირისთვის გეგმები - შესანიშნავია, მაგრამ სანამ ბავშვებს სძინავთ, შეგიძლიათ, ღამის გეგმები განიხილოთ - მოირგოთ ექთნის ხალათი და ითამაშოთ სექსკლინიკობანა.


4. „დღეს არა, ძვირფასო"


ეს არამხოლოდ ფრაზა, არამედ ნამდვილი მზის დარტყმაა. ერთ-ერთი წყვილის მხრიდან გამოთქმული უარი მეორე ადამიანის თავმოყვარეობაზე დანამგრევლად მოქმედებს, რადგან, თუკი ის ხშირად გეუბნებათ უარს სექსზე, მისთვის ძველებურად მიმზიდველი აღარ ხართ.


 5. საღორე სამზარეულოში


სამზარეულოს ნიჟარაში ჩაყრილი ჭურჭელი, გადასაწმენდი მაგიდა და გაზქურაზე მიმწვარი ტაფა ნებისმიერს დაუკარგავს სექსით დაკავების სურვილს. როდესაც ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, სასურველია, საოჯახო საქმეები და საყოფაცხოვრებო პრობლემებიც გადაინაწილოთ, მათ შორის ისეთები, როგორიცაა ნაგვის გატანა ან კატის მოვლა. საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა რთული არ არის და ამის სწავლა შესაძლებელია. ვიპოვოთ კომპრომისები, გავიზიაროთ ერთმანეთის წყენა, მოსაზრებები და შევთანხმდეთ, როგორი უნდა იყოს ერთობლივი ცხოვრების წესები. ამგვარად თქვენი სექსუალური ცხოვრება უფრო ხარისხიანი და უფრო დახვეწილი იქნება.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge