ავტობუსის გაჩერებასთან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

  • 6 დეკემბერი 19:50, 2018 წელი

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 51-ე სკოლის წინ არსებულ ავტობუსის გაჩერებასთან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

როგორც ,,პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ახალგაზრდამ გონება დაკარგა, რის გამოც გამვლელებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.