გუფის გულახდილი ვიდეომიმართვა ქეთა თოფურიას და ახალ შეყვარებულს

  • primetime.ge
  • 6 დეკემბერი 18:00

რამდენიმე ხანია ვრცელდება ინფორმაცია, მომღერალ ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის დაშორების შესახებ.

მიზეზი, რეპერის ახალი შეყვარებული, მოდელი, იანა შევცოვაა.


18 წლის, ეკატერინბურგელი მოდელის, იანა შევცოვას და გუფის ურთიერთობის შესახებ, კომენტარებს, სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 


შეგახსენებთ, ნოემბრის ბოლოს, გოგონამ განაცხადა, რომ მას ურთიერთობა აქვს მუსიკოსთან, რომლისგანაც ფეხმძიმედ არის. მისი თქმით, წყვილის ურთიერთობა, რეპერისა და ქეთა თოფურიას ურთიერთობამდე დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება.


შევცოვამ, ქეთა თოფურიას გუფისთან ურთიერთობის შესახებ, თავად უამბო.
4 ნოემბერს, გუფიმ,  ქეთა თოფურიას და იანა შევცოვას მიმოწერის "სქრინები", "ინსტაგრამის ისტორიაში" გამოაქვეყნა, მაგრამ შეტყობინების უმრავლესობა, დამალულია. 


ქეთა თოფურია: - "მე ყველაფერი ვიცი. მერწმუნე. გთხოვ, ყველაფერი არ გავასაჯაროვოთ".


რამდენიმე ხანში კი, რეპერმა, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა:


"ქეთას, მე იანას გამო არ დავშორებულვარ, ქეთა, მთელი ცხოვრება მეყვარება. იმდენად აღშფოთებული ვიყავი იანას განცხადებით, რომ აღარ ვფიქრობდი, ვინ რას ამბობდა. დროულად მომიყვანეს გონზე, ჩემმა უფროსმა მეგობრებმა. უბრალოდ, თუ მე ამ "ცრუ ინფორმაციებს" არ მივაქცევ სათანადო ყურადღებას, იანა ამ ამბავს, სათავისოდ გამოიყენებს" - ამბობს გუფი. 


გუშინ გუფმა, ქეთას სიმღერები, პირდაპირ ეთერში ჩართო და განაცხადა, რომ მას, აქვს ქეთას კულონი, ინიციალებით, რომელიც მომღერალს დარჩა და რომ მის დაბრუნებას არ აპირებს. 


"სანამ ახალ სიყვარულს არ შევხვდები, მანამდე ვატარებ ამ კულონს. ეს ქეთის დარჩა ჩემთან სახლში და არასოდეს არ დავუბრუნებ" - ამბობს გუფი. 


ვიდეორგოლში, არც ახალი შეყვარებულის, იანას არსებობა დავიწყებია: 


"იანა, თუკი შენ ეს ყველაფერი გესმის, ან ამას როდესმე ნახავ, "წადი შენი...! მე ქეთას, შენს გამო, არ დავშორებულვარ". 


ამის შემდეგ, გუფმა, ყველა იმ პირებთან დაიწყო რეკვა, ვინც ვიდეორგოლში, პირდაპირი ეთერის დროს, მასზე, ნეგატიურ კომენტარებს აქვეყნებდა. 


"ვინ ხართ?ყველას დუელში გიწვევთ" - ამბობს გუფი.


ფანატები, შოკში არიან: - "სავარაუდოდ, უკან მიიღებს ქეთას". "ყველაფერი ნორმალურად არის გუფ?". ხომ არ გაიჟდი?" - წერენ კომენტარებში. 


მართალია, მომღერალმა მალევე გააქრო კომენტარები, მაგრამ ინერნეტმომხმარებლებმა,  "YouTube"-ზე ატვირთვა, რამდენიმე საათის შემდეგ, მაინც მოახერხეს. 


ვიდეორგოლში, ცენზურა, დაცული არ არის, რისთვისაც ბოდიშს გიხდით!





 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge