ლონდონი საჯარო ტრანსპორტში არაჯანსაღი საკვების რეკლამას კრძალავს

  • 6 დეკემბერი 16:08

რეკლამები საკვებისა და სასმელების, რომლებიც ხალხს ასუქებს ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აიკრძალება.

სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ე.წ. "უსარგებლო" საკვები პროდუქტების აკრძალვა მომავალი წლის დასაწყისში ამოქმედდება და მოიცავს ლონდონის ავტობუსებს, მატარებლებს, სარკინიგზო ქსელებსა და ტრამვაის.


ლონდონის მერის, სადიკ ხანის, განცხადებით, ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვების რეკლამები აგრეთვე აიკრძალება ავტობუსის გაჩერებებსა და რამდენიმე სადგურზე.


აკრძალვა ძალაში 2019 წლის თებერვალში შევა. სადიკ ხანის თქმით, ინიციატივას მოსახლეობის 82%-მა მხარი დაუჭირა.


მერის მიზანი კამპანიის ფარგლებში ბავშვთა სიმსუქნის დონის ამაღლების შეჩერება და რეგულაციაა.


ლონდონში ბავშვთა სიმსუქნის დონე სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია.


ოფიციალური ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მაისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლონდონის ერთ-ერთი დაბის 11 წლამდე ბავშვთა 44% ჭარბწონიანია.