ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიასთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

  • pia.ge
  • 6 დეკემბერი 15:55

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დე ფაქტო აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

ამის შესახებ „აფსნი პრესი“ წერს. დოკუმენტის კანონპროექტი დე ფაქტო პარლამენტის წევრებს ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა დიმიტრი შამბამ წარუდგინა. მისი თქმით, შეთანხმება ორმხრივ კონსულტაციებს ითვალისწინებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორისაა მეცნიერება, ეკონომიკა, ვაჭრობა და კულტურა.


„აფხაზეთი ვალდებულებას იღებს, რომ არ გახდეს იმ სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება სირიის წინააღმდეგ“, - განაცხადა დმიტრი შამბამ.


შეთანხმება ძალაში 10 წლის განმავლობაში იქნება, ავტომატურ გახანგრძლივებას კი ხუთი წლის ვადით ითვალისწინებს.


სირიის პარლამენტმა აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება 11 ოქტომბერს მოახდინა. სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge