6 საუკეთესო საკვები ჯანმრთელი კანისთვის

  • facebook.com
  • 6 დეკემბერი 15:24

ეჭვგარეშეა, რომ საკვები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.

არაჯანსაღი კვება შეიძლება უამრავი დაავადების მიზეზი გახდეს.


ამიტომ, ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად მივირთვათ ისეთი საკვები, რომლებიც ხელს უწყობენ სასარგებლო ნივთიერებების წარმოქმნას.


წარმოგიდგენთ 6 საკვებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მიირთვათ, რათა თქვენი კანი დიდი ხნის განმავლობაში იყოს რბილი, გლუვი და ჯანსაღი:


1. ორაგული - თევზი ცილის შესანიშნავი წყაროა. ის აჯანსაღებს იმუნურ სისტემას. ახალი კვლევების თანახმად, ის არამარტო მხედველობას აუმჯობესებს, არამედ იცავს კანს გამოშრობისგან და მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ორაგული შეიცავს ანტიოქსიდანტურ პიგმენტ ასტაქსანტინს, რომელიც მედიცინაში ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურად გამოიყენება.


2. იოგურტი - უცხიმო იოგურტი კანისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა. ის შეიცავს ვიტამინ A-ს, რომელიც კანის სტრუქტურას აძლიერებს, ელასტიურს ხდის მას და ახალგაზრდობას უნარჩუნებს.


3. მწვანე ჩაი - გამდიდრებულია ანტიოქსიდანტური ნივთიერებებით. ის კანს მზისგან იცავს და ხელს უშლის დაბერებას.


4. კაკალი/თხილი - მართალია ისინი დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავენ, თუმცა, ხელს უწყობენ არამარტო გულსისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესებას, არამედ კანის სტრუქტურის გაჯანსაღებას.


5. შავი შოკოლადი - ადრე დადიოდა მითები იმის შესახებ, რომ თითქოს შოკოლადი მოზარდებში აკნეს განვითარებას უწყობდა ხელს, თუმცა ეს ეჭვები გაქრა მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის დადებითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე. შოკოლადი კანს გამოშრობისგან იცავს. კოსმეტოლოგიაში ხშირად გამოიყენება ბუნებრივი კაკაოს კარაქის ნიღბები, რომლებიც კანს ელასტიურობასა და სიჯანსაღეს სძენს.


6. კენკრა - შავი ჟოლო, მოცვი, მარწყვი, მაყვალი...ეს ის პროდუქტებია, რომელთა მიღება კიბოს რისკს ამცირებს, ავსებს კანის ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის ულტრაიისფერი გამოსხივების თავდასხმას.


სახის კანს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ჯანსაღი საკვები კი ჯანმრთელი და გლუვი კანის წინაპირობაა.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com