სასტუმროს აბაზანაში ფარულად გადაღების გამო ქალი კომპანიისგან $100 მილიონს ითხოვს

  • imedinews.ge
  • 6 დეკემბერი 15:04

სასტუმრო “ჰილტონის” წინააღმდეგ სარჩელი შევიდა.

ქალი, რომლის ვინაობაც ცნობილი არაა, სასტუმროს აბაზანაში ფარულად ვიდეოგადაღების გამო ქალი, კომპანიისგან $100 მილიონს ითხოვს. ამის შესახებ CNN წერს.


“როდესაც სასტუმროს ოთახში შედიხარ, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის მოლოდინი გაქვს. ჩემს შემთხვევაში, ეს ორივე მომპარეს. რაც მე მომივიდა, გაუგონარი დარღვევაა და სქესობრივ დანაშაულად უნდა განიხილონ”, - წერს მომჩივანი.


მოგვიანებით, ქალის შიშველი ფოტოები ერთ-ერთ პორნოგვერდზე ატვირთეს, სადაც მისი ვინაობა და სხვა პირადი ინფორმაცია იყო მითითებული. მალევე დაზარალებულს მეილზე გაუგზავნეს თხოვნა უფრო მეტი შიშველი ფოტოების გაგზავნის თაობაზე. სწორედ მაშინ შეიტყო მან, რომ ვიდეოთვალთვალის მსხვერპლი იყო.


“ეს სასამართლო დავა საგანგაშო ზარად უნდა იქცეს. სასტუმროების მეპატრონეებმა უნდა აღიარონ ის საფრთხე, რაც ფარულად თვალთვალს უკავშირდება და აუცილებელია, ისეთი სტრატეგიები შეიმუშაონ, რომ დაიცვან სტუმრები ამგვარი შემზარავი დარღვევებისგან,”- ამბობს ადვოკატი.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge