,,ვიტირებ ბიჭს, რომელიც აღარ მძულდა... გამარჯობის თქმა ვერ მოვასწარით ერთმანეთისთვის"

  • 6 დეკემბერი 14:23

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს დ ანიკა რურუას ემშვიდობება.

,,ცხოვრება ძალიან ძალიან უცნაური რამაა. პარადოქსებით სავსე და ძალიან კეთილი თუ ნაჭუჭს გაამტვრევ.
1994 წლის 3 დეკემბრიდან 24 წელია ამ დღეს ვიხსენებ, სხვებიც მახსენებენ და ვტირი გიას.
ამიერიდან 3 დეკემბრის მერე 4 დეკემბერი რომ დადგება, გამახსენდება და გამახსენებენ ნიკა რურუას და ვიტირებ ბიჭს რომელიც აღარ მძულდა.
გამარჯობის თქმა ვერ მოვასწარით ერთმანეთისთვის.
მშვიდობით ნიკა", - წერს ირინა სარიშვილი. 

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში 4 დეკემბერს გარდაიცვალა.