Facebook–ზე დიდი შეფერხებაა

  • M2B
  • 5 დეკემბერი 18:29

Facebook–ის მომხმარებლები სოცქსელის გაუმართავ მუშაობას ჩივიან. საიტის downdetector მონაცემებით, რომელიც პოპულარული ინტერნეტრესურსების შეფერხებას და გათიშვას აკვირდება, პრობლემები ევროპის რიგ ქვეყნებში შეინიშნება.

კერძოდ, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსეში შეფერხებულია ბრიტანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, უნგრეთში, ბელგიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში.


მომხმარებელთა თითქმის ნახევარი (43%) საკუთარ ანგარიშზე შესვლას ვერ ახერხებს. კიდევ 36%–ს Facebook–ის საიტი არ უმუშავებს. 19%–ს არ უჩვენებს ფოტოსურათებს და სხვა გამოსახულებებს.


უდიდესი სოციალური ქსელის ადმინისტრაციას მომხდართან დაკავშიერბით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

სრული ვერსიის ნახვა M2B