„მიშასგან ჩემს ძმას და თანამებრძოლს, ნიკას“ - სანდრა რულოვსი

  • რეზონანსი
  • 5 დეკემბერი 18:29, 2018 წელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა ნიკა რურუას ოჯახს მიუსამძიმრა.

მან სამძიმარზე მიხეილ სააკაშვილისგან ყვავილების თაიგულიც მიიტანა.


„ძალიან დაგვაკლდება როგორც მეგობარი, როგორც თანებრძოლი, დაგვაკლდება პოლიტიკაშიც და ხელოვნებაშიც. მიშასგან გვირგვინი მოვიტანე, რომელზეც აწერია: „მიშასგან ჩემს ძმას და თანამებრძოლს, ნიკას". ცუდია, რომ თავად აქ არ არის, რათა ბოლო გზაზე გააცილოს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

წყარო: რეზონანსი