იტალიაში ათობით მაფიოზი დააპატიმრეს

  • pia.ge
  • 5 დეკემბერი 17:42, 2018 წელი

იტალიის პოლიციამ დაჯგუფების „ნდრანგეტა“ 90–ზე მეტი წევრი დააკავა, რომლებიც ევროპის ქვეყნებში დანაშაულების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.


სპეცოპერაცია იტალიის სამხრეთში მდებარე ქალაქ ლოკრიში ჩატარდა. ეს ქალაქი კალაბრიის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც დანაშაულებრივი დაჯგუფების ცენტრად ითვლება.


„ნდრანგეტას“ წევრები, 2016 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მანამდე იტალიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში და ბელგიაშიც დააკავეს.


დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს კოკაინით ვაჭრობას, ფულის გათეთრებას, გამოძალვასა და ძალადობას ედავებიან.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge