სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება

  • pia.ge
  • 5 დეკემბერი 13:04

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში, მინდოდა პირველს მე მეთქვა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.


მისივე თქმით, ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.


„მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ დაესწრება. ინაუგურაციას დაესწრება, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილიც.


საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge