"ჩაიყვანეს მორგში და აიძულეს რომ გაეუპატიურებინა მიცვალებული მამაკაცის გვამი"

  • რეზონანსი
  • 4 დეკემბერი 10:24, 2018 წელი

დღეს დამირეკა მეგობრის მამამ ევროპიდან და ფატალური ამბავი მომახალა.

გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც 2005-10 წლებში ციხეში ჩასვეს მარიხუანას პირადი მოხმარების გამო... ერთხელაც,იმისთვის რომ ის ხმამაღლა ლოცულობდა, შეუვარდნენ კამერაში და ხატები თავზე გადაალეწეს..


მერე ჩაიყვანეს მორგში და აიძულეს რომ გაეუპატიურებინა მიცვალებული მამაკაცის გვამი, თორემ „პერედაჩებს" რომ მოუტანდნენ დედა და და, იმათ ამის თვალწინ გააუპატიურებდნენ! მან ეს გააკეთა...


შემდეგ 48 საათის განმავლობაში მორგში ეგდო, ამიტომაც გაიყინა ეს ბიჭი. ამნისტიის შემდგომ გამოვიდა და წავიდა ევროპაში, მაგრამ მას მერე ცალი ხელი და ფეხი გაყინული და სრულიად წართმეული ჰქონდა. ასევე ძლიერი ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. მას დედა გარდაეცვალა მცირე ხნის წინ ამდენი ტანჯვის და ნერვიულობის შედეგად.


დღეს კი დედამისის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს თვითონაც დაგვტოვა და წავიდა ამ ცოდვილი სამყაროდან!!! ვიზიარებ მისი ოჯახის, ჩემი ოჯახის და სრულიად საქართველოს ტრაგედიას. ნათელი და სანთელი შენს ძვირფას და ნატანჯ სულს მეგობარო" - წერს ნინო ადამაშვილი.

წყარო: რეზონანსი