როგორ დავიცვათ თავი ინფექციური დაავადებებისაგან ? - საჭირო და საინტერესო რჩევები

  • თბილისელები
  • 30 ნოემბერი 15:06, 2018 წელი

ზამთრის მოახლოვებასთან ერთად განსაკუთრებით გააქტიურდა ინფექციური დაავადებების საშიშროების თემა.  

როგორ მოვემზადოთ ზამთრისთვის, განსაკუთრებით როდის აქტიურდება რესპირატორული დაავადებები და რა გზები არსებობს პრევენციისთვის, ამ თემის ირგვივ არსებულ ბევრ საინტერესო კითხვაზე, ექიმმა ინფექციონისტმა-გიორგი კანდელაკმა გვიპასუხა.


წელს რა ინფექციებია აქტიური?
_რომ გითხრათ რომ რაიმე განსაკუთრებული წელიწადია - ნამდვილად არა. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური კვლევებით აღარ ვარ დაკავებული, როგორც ვიყავი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ყოფნის დროს, მაგრამ კლინიკური პრაქტიკიდან გეტვით, რომ წელს აღინიშნებოდა ძალიან დიდი რაოდენობით გასტროენტერიტების შემთხვევები, ვერ გეტყვით რომ ვირუსული თვალსაზრისით რამე განსაკუთრებული ხდებოდა ამ წელს.
რაც შეეხება ზამთარს, ტრადიციულად რესპირატორული ვირუსებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო სწორედ ზამთარია, ჯერჯერობით ჭარბი რაოდენობით ვირუსული რესპირატორული ინფექციების მომძლავრება არ შეინიშნება. რაც შეეხება გრიპის სეზონს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანოზაციის მოწოდებული ინფორმაციით რაიმე განსაკუთრებულად ვირულენტურ შტამებს არ უნდა ველოდოთ, არის სტანდარტული ტიპის სეზონური გრიპის ვირუსები.


არაერთვგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს გრიპის საწინააღმდეგო აცრების მიმართ, რასაც ბევრი ეჭვის თვალით უყურებს...
_რამდენიმე წელიწადია რაც მსოფლიოში გრიპის ვაქცინა მოწოდებულია 6 თვიდან ზემოთ ნებისმიერი ადამიანისთვის. მე და ჩემი ოჯახი ყველა აცრილი ვართ ვირუსზე და, რა თქმა უნდა, ყველა ჩემს პაციენტსაც მოვუწოდეც აცრისკენ.
არის რამდენიმე არასწორი წარმოდგენა რის გამოც წარმოიშვება გაუგებრობები, ერთი რომ გრიპის ვაქცინა გვიცავს მხოლოდ გრიპისგან და არც ერთი სხვა რეაპირატორული ვირუსისგან, შესაბამისად, ჩვენ შეიძლება სეზონზე ხუთჯერ და ათჯერაც გავცივდეთ მაგრამ ეს იქნება სხვა ვირუსული რესპირატოტული ინფექციებით გამოწვეული და არა გრიპით, შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ რესპირატორული ვირუსები არ დაგვემართება, არამედ ჩვენი ამოცანაა, რომ გრიპი არ დაგვემართოს, რომელიც ყველაზე მძიმეა რესპირატორულ ვირუსებს შორის. მისი როგორც მიმდინარეობა, ასევე გამოსავალიც საკმაოდ მძიმეა და ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის, რომლებიც არიან ჩვილები, ასაკოვნები და სხვადასხვა ქრონილური დაავადებების მქონე პაციენტები. და კიდევ, გრიპის ვაქცინა ყოველთვის შესაძლოა ვერ გვიცავდეს გრიპის ინფექციისაგანაც, თუმცა მისი გართულებებისაგან საკმაოდ საიმედოდ გვიცავს.


რა პერიოდში უნდა ავიცრათ იმისთვის, რომ ვაქცინამ იმუშაოს?
_ზოგადად გრიპის მასიური ვაქცინაცია იწყება ოქტომბრიდან, აცრას აზრი აქვს მოგვიანებითაც, თუ გრიპის სეზონი უკვე დასრულებული არ არის. აპრილში აცრას ნამდვილად არ აქვს აზრი. მათთვისაც კი აქვს აცრას აზრი, ვისაც გრიპი უკვე დაემართა, იმიტომ, რომ გრიპის ვაქცინა მოიცავს 3, ხოლო ზოგი 4 სხვადასხვა მოცირკულირე ვირუსის კომპინენტებს , შეიძლება ერთი დაგვემართა, მაგრამ სხვები ჯერ არ დაგმარვთია და სწორედ მათგან დაგვიცავს.


ორსულების შემთხვევაში რამდენად დასაშვებია ვაქცინაცია?
_რაც შეეხებათ ორსულებს მათ შემთხვევაში აცრას არანაირი უკვეჩვენაბა არ აქვს, პირიქით, ერთ-ერთი მკვეთრი ჩვენებაა, რომ მათ აიცრან გრიპზე, ორსულობის დროს აბსოლუტურად უსაფრთხოა გრიპზე აცრა.
გამომწვევი ვირუსის შტამების ცვლილების, და წარსულში აცრილი ვირუსის მიმართ იმუნიტეტის შენარჩუნების მიზნით ვაქცინაცია ყოველწლიურადაა გასაკეთებელი.


 

წყარო: თბილისელები