ცნობილია, სად განთავსდება პრეზიდენტის რეზიდენცია

  • pia.ge
  • 29 ნოემბერი 20:57, 2018 წელი

„ადგილმდებარეობა არ არის მთავარი პრეზიდენტისთვის, რომელიც აქტიურად იქნება რეგიონებშიც და უცხოეთშიც“,-ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ  ინტერვიუში განაცხადა.

„ეს იქნება ათონელის რეზიდენცია, თუმცა არ ვიცი რა მდგომარეობაში იყო. 6 წელი ცარიელი იყო. ამით დღემდე არ დავინტერესებულვარ. ამ დღეებში ალბათ გავიგებ რა სიტუაცია არის და როდის შეიძლება იქ შესვლა და მუშაობა. მთავარი პრობლემა ეს არ არის. იმიტომ რომ ადგილმდებარეობა არ არის მთავარი  პრეზიდენტისთვის, რომელიც აქტიურად იქნება რეგიონებშიც და უცხოეთშიც. ეს იქნება  ის ორი მიმართულება, რომელიც ძალიან აქტიური იქნება და დარწმუნებული ვარ, სადღაც დასაჯდომ ადგილს მოვნახავ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge