სალომე ზურაბიშვილი: მომდევნო 6 წელიწადში ბევრი რამე უნდა მოხდეს საქართველოში, ჩვენ უნდა შევიდეთ ევროკავშირში

  • pia.ge
  • 29 ნოემბერი 20:37, 2018 წელი

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც „იმედისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობს, ის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.


„ძალიან მადლიერი ვარ იმ ნდობისთვის, რაც ხალხმა გამომიცხადა თავისი აქტიურობით. არჩევნების ძალიან სერიოზული შედეგი დაიდო. ასევე ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ნდობა მოცემული არის 6 წლით. ამ 6 წელიწადში ძალიან ბევრი რამე უნდა მოხდეს საქართველოში, ჩვენ უნდა შევიდეთ ევროკავშირში. იმედი მაქვს ეს 6 წელი იქნება ის ვადა, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს და მე ამაზე ვიმუშავებ პირველ რიგში. ასევე უნდა შეიცვალოს ის, რომ საზოგადოება დამშვიდდეს, დაწყნარდეს. მოლოდინი ამ კუთხით არის ძალიან დიდი“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge