ბორის ბედია უსახლკაროდ დარჩა - "ხან ვისთან ვცხოვრობ, ხან - ვისთან"

  • რეზონანსი
  • 28 ნოემბერი 15:01, 2018 წელი

მომღერალ ბორის ბედიას რამდენიმე წელია საქართველოში გამართულ არც ერთ კონცერტში მიუღია მონაწილეობა. 

 

 

რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ჟურ­ნალ "სარკესთან" აცხა­დებს, იძუ­ლე­ბი­თი ტა­ი­მა­უ­ტი აქვს აღე­ბუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რა თქმა უნდა, ცუ­დად აი­სა­ხა. 


"სამ წელ­ზე მე­ტია არა­ნა­ირ კონ­ცერ­ტში არ ვარ ჩარ­თუ­ლი. წუ­წუ­ნი არ მიყ­ვარს, მა­რამ ძა­ლი­ან ცუდი სი­ტუ­ა­ცია რომ არის, ყვე­ლა ვხვდე­ბით. შო­უ­ბიზ­ნეს­მა არა­თუ მი­ი­ძი­ნა, არა­მედ აღარ არ­სე­ბობს. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მომ­ღერ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას მე­ნე­ჯე­რი და პრო­დი­უ­სე­რი არ ჰყავს, სა­ერ­თოდ რაზე უნდა ისა­უბ­რო? შო­უ­ბიზ­ნეს­მა დიდი ხა­ნია რეს­ტორ­ნებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. 


ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვარ. არც სახ­ლი მაქვს, არც ბიზ­ნე­სი, სა­მა­გი­ე­როდ, მქონ­და ვა­ლე­ბი. რა­ღაც პრობ­ლე­მა იყო, ჩა­ვარ­დნა მაქვს. ფი­ნან­სუ­რად მთლი­ა­ნად ჩემს ახ­ლობ­ლებ­ზე ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხან ვის­თან ვცხოვ­რობ, ხან - ვის­თან. ზოგ­ჯერ ბი­ძას­თან მივ­დი­ვარ, ზოგ­ჯერ სხვა ახ­ლობ­ლებ­თან. უცხო­ეთ­ში წას­ვლა­ზეც ვფიქ­რობ. თუ რა­ღაც გა­მოჩ­ნდე­ბა, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვალ" - აცხადებს "სარკესთან" ბორის ბედია.

წყარო: რეზონანსი