რატომ არ იყო ნუცა ბუზალაძე ბერა ივანიშვილის ქორწილში

  • რეზონანსი
  • 26 ნოემბერი 16:08, 2018 წელი

მომღერალ ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას.

 იგი იწყებს დამოუკიდებლად ცხოვრებას ახალ ბინაში, წერს სიმღერებს, მუშაობს ალბომზე, აქტიურად ვარჯიშობს და ემზადება უცხო ენაში. ამბობენ, ის მალე ქვეყნიდან წასვლასა და საფრანგეთში კარიერის აწყობას გეგმავს. ნუცას ბოლო პერიოდში ბერა ივანიშვილთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა გქონდა. ბერამ მის ცხოვრებისეულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მიხედავად ამისა, ნუცა მის ქორწილში მიწვეული არ ყოფილა:


"ბერა ერთ-ერთი პროექტის დროს გავიცანი და ძალიან ახლოს ვიყავით. თავმდაბალი, უშუალო, ნიჭიერი და საოცრად კეთილშობილი ადამიანია. მე სულ მისი გულშემატკივარი ვიქნები და მინდა, ბედნიერი იყოს, თავის ულამაზეს მეუღლესთან ერთად. ბერამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში, ძალიან დამეხმარა და გვერდით დამიდგა. ახლა ისეთი ახლო ურთიერთობა აღარ გვაქვს, მას თავისი სამეგობრო წრე ჰყავს, მე – ჩემი, თუმცა, კიდევ ვამბობ, ძალიან ვაფასებ და მიყვარს. მართალია,  ბერას ქორწილში არ ვყოფილვარ, მაგრამ გაბედნიერება სოციალური ქსელით მივულოცე" - განუცხადა "თბილისელებს" ნუცა ბუზალაძემ.

წყარო: რეზონანსი