ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

  • რეზონანსი
  • 23 ნოემბერი 17:00, 2018 წელი

დღეს, კიუშუ ბაშოს მეცამეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინმა გაიმარჯვა.

ტოჩინოშინის მეტოქე ნომერ მეექვსე მაეგაშირა ტაკანოივა იყო, რომელსაც ამ ბაშოზე ბალანსი 6-6-ზე ჰქონდა.


ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ბალანსი 7:6-ზე გაუხდა. მას დარჩენილი 2 ბრძოლიდან 1-ში გამარჯვება სჭირდება, რათა კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს.


ხვალ, ბაშოს ბოლოსწინა დღეს ქართველი ოძეკის მეტოქე სეკივაკე მიტაკეუმი იქნება.


რაც შეეხება გაგამარუს, მან დღეს ვაკამოტოჰარუ დაამარცხა და ბალანსი 5:2 გაუხდა, შესაბამისად მომდევნო ბაშოზე ის ჯურო ლიგაში იასპარეზებს.

წყარო: რეზონანსი