„ეს მამაო ჯიპის ნაცვლად, ვირით დადის და მიუსაფარ ცხოველებს უვლის“

  • რეზონანსი
  • 23 ნოემბერი 14:00, 2018 წელი

ვინ არის სასულიერო პირი, რომელიც ჯიპის ნაცვლად, ვირით გადაადგილდება და მიუსაფარ ცხოველებს უვლის? სოციალური ქსელში მამა სებასტიანე ნეფარიძის შესახებ წერენ:

„ძალიან მიხარია ასეთი ადამიანების პოვნა, გულზე სინათლე მეფინება, იმედი მეძლევა ჯერ დაღუპულები არ ვართ, კიდე ვსუნთქავთ და გული გვიცემს. მადლობა მამაო მამა სებასტიანე ნეფარიძე. ყველას გილოცავთ გიორგობას“ - წერს ლალიკო ლალი.


„ეს მამაო ჯიპის ნაცვლად, ვირით დადის და მიუსაფარ ცხოველებს იფარებს და უვლის“ - წერს ირმა მთიულიშვილი.


„წავედით დღეს ხაშურში მამა სებასტიანე ნეფარიძესთან. დაგვხვდნენ მამაო, ძაღლი - ჩინგიზა და ვირი - ლურჯა (იღბალას ახალი მეგობრები), მათ ყველაზე მეტად მოინდომეს იღბალასთან შეხვედრა და მამაოს გამოყვნენ ჩვენს დასახვედრად. მონასტერთან ახლოს იცხოვრებს ამიერიდან სხვა ბედნიერ ცუგებთან ერთად.


მთელი გზა ცქმუტავდა, თითქოს გრძნობდა, რომ ნამდვილ, მოსიყვარულე, მზრუნველ მეგობართან მიდიოდა.


მადლობას გიხდით მამა სებასტიანეს და ყველას, ვინც იღბალას დისტანციურად გულშემატკივრობდით. ერთად ყველაფერი შეგვიძლია!“ - წერს ნინა გრეი.

წყარო: რეზონანსი