თურქმა ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში გულის შეტევა გადაიტანა

  • pia.ge
  • 22 ნოემბერი 15:15, 2018 წელი

თურქეთის, ქალაქ ესქიშეჰირის ადგილობრივი ტელეარხის სპორტული კომენტაროტი შურქუ ოითანი პირდაპირ ეთრში გულის შეტევა გადაიტანა.

კომენტატორი ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩს განიხილავდა, რა დროს უეცრად გაჩუმდა, შემდეგ თავი მაგიდაზე დადო და სკამიდან გადავარდა.


ოითანის კოლეგებმა სასწრაფო დახმარების გამოძახება მოასწრეს, რის შემდეგ კომენტატორი საავადმყოფოში მოათავსეს.


ამჟამად იგი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge