ნინია კაკაბაძე: მორალისტი არის ის, ვინც სხვის ლოგინში ძვრება და სჯულის კანონს ახსენებს

  • რეზონანსი
  • 22 ნოემბერი 14:27, 2018 წელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ნინია კაკაბაძე რუსთავი ორის აღმასრულებელი დირექტორის, ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

"მორალისტი არის ის, ვინც სხვის ლოგინში ძვრება და სჯულის კანონს ახსენებს, შენი აქ წოლა ამორალურიაო, თორემ ის კი არა, ვინც ამბობს რომ ჩვენი საქმე არ არის ვინ ვისთან წევს. ეს ისე მაინც, განმარტებისთვის", - წერს კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა გვარამიამ გადაცემა "კვირის აქცენტებსი" სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

კაკაბაძე, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ ასეთი ბინძური წინასაარჩევნო პერიოდი, თავისუფალი საქართველოს პირობებში, არასდროს ყოფილა!

"უკვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ბინძური და გულის ამრევი წინასაარჩევნო პერიოდი, თავისუფალი საქართველოს პირობებში, არასდროს ყოფილა"! - აღნიშნავს ნინია კაკაბაძე.

წყარო: რეზონანსი