დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

  • pia.ge
  • 22 ნოემბერი 10:10, 2018 წელი

დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა, გადაწყვეტილება დანიის იმიგრაციის სამსახურმა, დანიის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და დანიის ლტოლვილთა საბჭომ მიიღო.

დანიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. დანიის სამეფოს მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად დანიური მხარე საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს.


აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა.


შესაბამის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვიზიტი დანიის სამეფოში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge