მამაკაცის სუსტი წერტილები

  • თბილისელები
  • 20 ნოემბერი 14:15, 2018 წელი

საპირისპირო სქესი ყოველთვის კარგად ვერ უგებს ერთმანეთს. ეს შეუსაბამობა სასიყვარულო დუელის ნაწილია, რომელიც ურთიერთობას მხოლოდ სიმძაფრეს მატებს.

თუმცა არის სიტუაციები, როდესაც მამაკაცი უთანხმოებას ვერ ურიგდება და ქალთან ურთიერთობას ასრულებს.


მამაკაცებს ქალებზე გაცილებით მეტი სუსტი წერტილი აქვთ, განსაკუთრებით დღეს, როცა ტრადიციული მამაკაცური საქმიანობა – ომი და ნადირობა მათთვის უკვე უცხოა. ხოლო ისეთი სფერო, სადაც ქალები მათ ტოლს ვერ დაუდებენ, არც თუ ისე ბევრია. თითქმის ყველა მამაკაცში ცხოვრობს პატარა ბიჭუნა, რომელიც უარს არ იტყვის თამაშზე. მაგრამ თუ იგრძნობს, რომ მისით „თამაშობენ“, ძალიან გაბრაზდება. ნებისმიერ მამაკაცს ყველაზე მეტად იმის ეშინია, სხვების დასაცინი არ გახდეს. ეს მისი მნიშვნელობის დამცირებას ნიშნავს. ამიტომ, რჩევა ქალბატონებს: სათუთად მოეპყარით მამაკაცის თავმოყვარეობას და მასთან ხუმრობისას ფრთხილად იყავით. ირონია არ უნდა შეეხოს მამაკაცის გარეგნობას, ინტიმურ შესაძლებლობებს, ფულის შოვნის უნარს...


აცს არ სურს სხვის „დაკრულზე“ ცეკვა


საქმე ის არის, რომ მამაკაცები თავიანთი ფსიქოლოგიური განწყობის მეოხებით სწრაფად რეაგირებენ სიტუაციის ცვლილებებზე, ამიტომ მამაკაცთა საზოგადოებაში ურთიერთობის აწყობა ადვილია. მაგრამ, როცა „მეთაურის“ რანგში საყვარელი ქალი გამოდის, მამაკაცი მას აღიქვამს, როგორც ძალადობას მამაკაცის იდუმალ არსზე. ამან შეიძლება, სრულიად დაუკარგოს ასეთ ქალთან ურთიერთობის სურვილი.
რჩევა ქალბატონებს – ეცადეთ, ამოუცნობი იყოთ!


მამაკაცები იშვიათად დადიან ექიმებთან, მიზეზი მარტივია — მათ ტკივილის ეშინიათ. ფიზიკური ტანჯვისთვის მამაკაცები ნაკლებად არიან მზად. გარდა ამისა, სიბრალული, თანაგრძნობა და სხვა ამგვარი გრძნობები, რომლებიც მშვენიერ სქესს ზოგჯერ სიყვარულის სინონიმებად მიაჩნია, მამაკაცურ ბუნებას არ ახასიათებს.


რჩევა ქალბატონებს: მამაკაცის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეთ მხოლოდ მაშინ, თუ ეს მამაკაცი თქვენი მეუღლეა, თანაც მდგომარეობიდან მხოლოდ პოზიტიური გამოსავალი შესთავაზეთ. თუ მამაკაცი თქვენი თაყვანისმცემელია, უმჯობესია, ჯანმრთელობაზე არ ელაპარაკოთ.
მშვენიერ სქესს ცხოვრებისეულ საკითხებზე საუბარი ძალიან უყვარს, მამაკაცებს კი ხანგრძლივი სენტიმენტალური საუბრები აღიზიანებთ და ლაპარაკს საქმეს ამჯობინებენ.


ურთიერთობები და სურვილები


შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ ის ფაქტი, რომ ქალბატონები ურთიერთობებსა და საკუთარ სურვილებში არასტაბილურები არიან. მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობის ეტაპებს, ასევე დროს. გაცნობის პერიოდში მათ სხვა მოთხოვნები აქვთ, ხოლო თანაცხოვრების პერიოდში – სხვა.


თუ ქალბატონს მამაკაცი მოეწონა, აუცილებლად მიანიშნებს და გაჩერდება. ამის შემდგომ კი მამაკაცის ჯერი დგება – უნდა მოხიბლოს და თანაც რაც შეიძლება ორიგინალურად, რადგან გაცნობის შემდეგ ქალბატონებს რომანტიკა სჭირდებათ. მაგრამ შოკოლადით და ყვავილებით ნუ შემოიფარგლებით. მამაკაცმა უნდა გააოცოს ქალი რომანტიკული თავგადასავლებით.


მას შემდეგ რაც ურთიერთობა დასტაბილურდება ქალბატონს უჩნდება სურვილი იყოს ინდივიდუალური. ამ დროს ზოგს სახლში ყოფნა და წყნარი საღამო ურჩევნია, ზოგსაც – დამოუკიდებლობა. ასეთ სიტუაციებში, მამაკაცმა ყოველთვის უნდა სცეს პარტივი ქალის სურვილებს.


გათხოვება ყველა ქალს უნდა. ეს უმეტეს შემთხვევაში საყვარელ ადამიანთან მუდმივი თანაცხოვრების სურვილია და თუ გადაწყვეტთ, რომ ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშიროთ, ნუ შეუშლით ხელს, დაგეგმოს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები. ქორწინების შემდეგ ქალბატონს ნებისმიერი რამ შეიძლება მოუნდეს: გახდეს დიასახლისი, ან მოიწყოს კარიერა, გაატაროს თავისუფალი დრო მეუღლესთან, ან შეხვდეს მეგობრებს. მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი შვილია. სიურპრიზები ურთიერთობას არ აფუჭებს. მთავარ მოთხოვნად მამაკაცის ყურადღება რჩება. მამაკაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაამციროს ის და მაქსიმალურად უნდა ეცადოს მიეხმაროს მეუღლეს სახლის საქმეებში მაშინ, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება.


სინამდვილეში სულაც არ არის რთული იმის გამოცნობა, თუ რა სურთ ქალბატონებს. მთავარია, სწორად შევაფასოთ შექმნილი სიტუაციები და ვიცოდეთ, რა ქვეტექსტი აქვს მის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას.


დავფიქრდეთ და ვაღიაროთ


სულ ქალების სურვილებზეა საუბარი, თითქოს კაცობრიობას ამის მეტი არაფერი ადარდებდეს. საინტერესოა, კაცებს რაღა სურთ ქალბატონებისგან. სხვათა შორის, არც ისეთი უპრეტენზიოები არიან, როგორადაც თავს გვაჩვენებენ. ურთიერთობის პირველ ეტაპზე თითქოს განსაკუთრებული არაფერი უნდათ, ქალს მხოლოდ ის ევალება, რომ იყოს საინტერესო, ლამაზი და ბავშვურად მიამიტი. მერე ახალი მოთხოვნები ჩნდება. კაცს უნდა, რომ მისი პარტნიორი ქალი იყოს მხიარული, იუმორის გრძნობით აღსავსე და საინტერესოდ მოსაუბრე. მათ სულელი ქალი არ მოსწონთ – ამის ილუზიას ნუ შეიქმნით.
საინტერესოა, რა ხდება შემდეგ, როდესაც უკვე ოჯახი იქმნება, წყვილი ერთად იწყებს ცხოვრებას და ერთი შეხედვით, ყველა ბედნიერია. აი, აქ უკვე აღარავის სჭირდება ჩვენი მიამიტობა, მხიარულება, გულუბრყვილო სისულელეები. მამაკაცი, უკვე მეუღლის რანგში ელოდება, რომ ძირფესვიანად შევიცვლებით! გავხდებით სერიოზულები, მშვიდები და წყნარები, უფრო მეტად მზრუნველები. ის, რაც შეყვარებულობის პერიოდში ჩვენში იზიდავდა, ახლა, როცა ცოლი გავხდით, აღარ გვეკადრება.
ზედმეტი მხიარულება ქარაფშუტობაში გვეთვლება და არც უხასიათობა შეგვფერის. მათ უნდათ, ვიყოთ გაწონასწორებულები და სერიოზულები. არ გვქონდეს პრეტენზიები და ყველა საკითხში ვეთანხმებოდეთ, რადგან, მათი გადმოსახედიდან, „მამაკაცი ყოველთვის მართალია“ – ეს წესი ვინ დაწერა, არავინ იცის, მაგრამ კაცები ფიქრობენ, რომ არ უნდა ვიდავოთ! მხოლოდ ის უნდა გვინდოდეს, რაც ქმარს ან ქმრის ოჯახს სურს.

წყარო: თბილისელები