"ისეთი მომენტი იყო, სისხლი რომ გაგეყინება” - მაშველები ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ

  • რეზონანსი
  • 17 ნოემბერი 16:17, 2018 წელი

15 ნოემბერს თბილისში ტრაგედია მოხდა. ზემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა.

უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი და ჩვილი. მაშველებმა დედა-შვილი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევების ქვეშ იპოვნეს.


აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ოჯახის სამი წევრი. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.


მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ, ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებენ:


„შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს დაგვხვდა ძალიან საშინელი სურათი".


„ადგილზე მისვლისთანავე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ მოხდა დაშავებულების ევაკუაცია, სახანძროს კიბის გამოყენებით პარალელურ რეჟიმში სადარბაზოდან მიმდინარეობდა მოქალაქეების ევაკუაცია, მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა"


„მეორე სართულზე თვითმხილველების ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილი იყო 2 ადამიანი, დედა და შვილი"


„ბევრ საგანგებო-სამაშველო სიტუაციაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ასეთი მძიმე და რთული გამოძახება ემოციურად ჩემთვის არ ყოფილა"


„ძალიან დიდი განცდა გამოიწვია ჩვენში , რომ ნანგრევებში მოყოლილი იყო 1 წლის ბავშვი"


"ყველა მეხანძრე-მაშველი, ვინც იქ ვმუშაობდით, ორიენტირებულები ვიყავით, დროულად მოხერხებულიყო მათი ნანგრევებიდან გათავისუფლება. დაახლოებით 5-6 საათის მუშაობის შემდეგ შევძლელით და ჯერ ქალბატონის, შემდეგ კი ბავშვის ცხედარი გამოვიყვანეთ"


"ადგილზე საათების განმავლობაში ვმუშაობდით, ვამტვრევდით რკინა-ბეტონს, მაგრამ ვერ ჩავდიოდით ბავშვამდე. აქედან გამომდინარე ეს ძალიან რთული იყო, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება";


„როდესაც მეხანძრე მაშველი ხდები და ფორმას იცვამ, გარკვეულწლიად ემოციების შეკავების უნარები გამოუმუშავდება ხოლმე, რადგან ეს სიტუაცია კონკრეტულად 1 წლის ბავშვს ეხებოდა, ამიტომ ვამბობ, რომ იყო ძალიან რთული"


„ისეთი მომენტი იყო, სისხლი რომ გაგეყინება ადამიანს, რადგან თითოეულ ჩვენთაგანს შვილები გვყავს, წარმოგვიდგენია, როგორი იქნება იმ ადამიანის მდგომარეობა, ვისაც შვილი დაეღუპება".

წყარო: რეზონანსი