"სახლში თავის ფეხით წავა" - ღუდუშაურში გოლიათი გოგონა დაიბადა

  • რეზონანსი
  • 17 ნოემბერი 14:33, 2018 წელი

თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში ფეისბუქის გვერდი იუწყება, რომ კლინიკაში საკეისრო კვეთით გოლიათი გოგონა დაიბადა.

"გაიცანით ჩვენი გოლიათი გოგონა, ლიკა, რომელიც მეან-გინეკოლოგ, მანანა მახარაძის დახმარებით, საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს! ქალბატონი ლიკა იწონის 5,100 გრამს და სიმაღლით 53 სმ-ია. აპირებს, რომ მალე სკოლაში წავიდეს და სახლშიც რა თქმა უნდა თავისი ფეხით წავა", - წერენ კლინიკის ფეისბუქის გვერდზე.

წყარო: რეზონანსი