"ხალხი მასობრივად თვითმკურნალობაზე გადავიდა"

  • რეზონანსი
  • 17 ნოემბერი 13:18, 2018 წელი

ექიმებთან ვიზიტი გაძვირებულია, კონსულტაციის ფასმა თითქმის ას ლარს მიაღწია.

პაციენტები, ხარჯების თავიდან ასარიდებლად, თვითმკურნალობას მიმართავენ და მედიკამენტებს თავიანთი გადაწყვეტილებით იღებენ. სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრებთა უმეტესობა დღეს ასე იქცევა, რადგან ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა არ იძლევა დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის საშუალებას.


 

წყარო: რეზონანსი