"შპიგელი" საქართველოზე: "ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია"

  • pia.ge
  • 17 ნოემბერი 10:20, 2018 წელი

სტატია გერმანულ ჟურნალ „Spiegel“- ში, სათაურით „რამდენად უსაფრთხოა
მსოფლიო?" 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.

სტატიის ავტორი სხვადასხვა წყაროზე და
კვლევით ორგანიზაციაზე დაყრდნობით მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას
მიმოიხილავს.
"წელს მსოფლიო უფრო მშვიდი გახდა - ამის შესახებ ფრედერიკ ბლამმა
(International SOS-ის გენერალურმა მენეჯერმა გერმანიაში) „Spiegel“-ს
განუცხადა.
რამდენად მაღალია ტერორიზმისა და ძალადობის რისკი? რამდენად სახიფათოა
საგზაო მოძრაობა? სად არის სამედიცინო პრობლემები? - ეს ის საკითხებია,
რომლის მიხედვითაც შეფასდა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
"საქართველო ისევე უსაფრთხოა, როგორც გერმანია - Travel Risk Map-ის
თანახმად, საფრთხის რისკი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია, სლოვენია და
შვეიცარია, საკმაოდ უმნიშვნელოა, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და ზოგიერთ
ევროპულ ქვეყანაში კი - „დაბალი“.
International SOS-ის კვლევების თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად,
მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურად შეიცვალა საქართველოშიც,
კერძოდ რისკი „საშუალოდან“ გადავიდა „დაბალზე“, რადგანაც უსაფრთხოების
გარემო ქვეყანაში სტაბილურია.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


სრული ვერსიის ნახვა pia.ge