მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ფონიჭალაში სახლის ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს

  • pia.ge
  • 15 ნოემბერი 17:38, 2018 წელი

ზემო ფონიჭალაში  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე - მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში  ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

სამძებრო - სამაშველო ღონიძისებები ამ წუთებშიც გრძელდება.


მაშველები მცირეწლოვან ბავშვს ეძებენ, რომელიც ბინაში დედასთან ერთად იმყოფებოდა.


შეგახსენებთ, საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩავარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი - დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩავარდნენ მეორე სართულზე. ისინი
გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge