"სკოლებთან აბირჟავებს და მოსწავლეებს დასდევს"

  • რეზონანსი
  • 15 ნოემბერი 11:00, 2018 წელი

თვალთვალისა და ადევნების კიდევ ერთი ფაქტი გამოაშკარავდა რუსთავში.

"მინდა ერთი პიროვნების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ. ერთი პიროვნება მოძრაობს VII, VIII, XX და XXI მიკროებს შორის. აბირჟავებს ამავე უბნის სკოლებთან და აშინებს ბავშვებს. გუშინ მეც და ჩემ შვილსაც გამოგვყვა. ასევე აშინებს სკოლის მოსწავლეებს მთელი დღის განმავლობაში,  ეს ამბავი მარტო მე არ გადამხდა, სხვებმაც თქვეს. თხოვნა გვაქვს, იქნებ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია", - თხოვნით მიმართა "ინფორუსთავს" ერთ-ერთი ადგილობრივმა.


საინფორმაციო სააგენტო კომენტარისთვის შსს-ს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხდეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

წყარო: რეზონანსი