მარნეულში 16 წლის ბიჭი სტადიონზე ვარჯიშისას გარდაიცვალა
- რეზონანსი
- 14 ნოემბერი 18:22, 2018 წელი
2002 წელს დაბადებულ ბიჭს გული გაუჩერდა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ marneulifm.ge ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.