უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ადამიანთა შრომით ექსპლუატაციისთვის დააკავეს

  • pia.ge
  • 14 ნოემბერი 14:41, 2018 წელი

უკრაინის პოლიციამ ოდესის ოლქში დანაშაულებრივი დაჯგუფება, გამოავლინა რომელიც 94 ადამიანის შრომით ექსპლუატაციას ეწეოდა.

ამის შესახებ 12 ნოემბერს Facebook-ის გვერდზე უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა სერგეი კნიაზევმა  დაწერა.


მისი ინფორმაციით, დაკავებულია ცოლ-ქმარი 38-38 წლის, მათგან ერთი საქართველოს, ხოლო ერთი უკრაინის მოქალაქეა. მეუღლეები 13 წევრისგან შემდგარ ჯგუფს ხელძღვანელობდნენ.


მათ ორგანიზებული ჰქონდათ სასოფლო სამეურნეო საწარმო, რომლისთვისაც რამდენიმე წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების გარეშე ამუშავებდნენ ასამდე ადამიანს.


დაჯგუფების წევრები ეძებდნენ სოციალურად დაუცველ პირებს, ჰპირდებოდნენ  დასაქმებასა და  ყოველდღიურ ანაზღაურებას, ასევე საცხოვრებელსა და კვებას. ადგილზე მიყვანის შემდეგ კი, ართმევდნენ ტელეფონებს, დოკუმენტებს და ანაზღაურების გარეშე მუშაობას აიძულებდნენ.


უკრაინის პოლიციის განცხადებით, დამნაშავეები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სამუშაოდ წასაყვანად მიკროავტობუსში ახალ „დასაქმებულებს“ სვამდნენ.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge