რუსი დეპუტატი ლენინის ცვილის ფიგურით ჩანაცვლების იდეით გამოვიდა

  • pia.ge
  • 14 ნოემბერი 11:20, 2018 წელი

ლენინგრადის ოლქის საკრებულოს დეპუტატი ვლადიმირ პეტროვი ვლადიმირ ლენინის დაკრძალვის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

პეტროვმა შესაბამისი მიმართვა მინისტრთა კაბინეტში გაგზავნა.


მისი თქმით, ლენინი ანდერძის შესაბამისდ, მისი გარდაცვალებიდან 100 წლის თავზე 2024 წელს უნდა დაიკრძალოს.


ამასთან, დეპუტატის თქმით, „აუცილებელია წესების და ტრადიციების დაცვა“, ამ კონტექსტში კი, გამოვიდა წინადადებით ლენინის ნეშტი ცვილის, ან რეზინის კოპიიით ჩანაცვლდეს.


პეტროვი აღნიშნულის დადებით მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ლენინის დაკრძალვა თანხების დაზოგვას გამოიწვევს, რომელიც ნეშტის შესანარჩუნებელ პროცედურებზე იხარჯება.


ლენინის დაკრძალვის საკითხი რუსეთში უკვე მრავალი წელია განიხილება. საკითხის მორიგი აქტიური განხილვა 2017 წელს ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაიწყო.


რუსეთის დუმაში ლენინის დაკრძალვის კანონპროექტი პარტია „ლდპრ“-მა და „ედინაია როსიამ“ აპრილში შეიტანა.


გარდა ამისა, ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვით რუსების 60% მიიჩნევს, რომ ლენინი უნდა დაიკრძალოს.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge