"რას შეჭამეთ და ჩააშხამეთ ქორწილი, იქნებ, ნანობს კიდეც, რომ აქ გადაიხადა" – ჟურნალისტი ბერაზე

  • რეზონანსი
  • 14 ნოემბერი 10:12, 2018 წელი

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი ბერა ივანიშვილის მიმართვას ეხმიანება, რომელშიც ის მისი ქორწილის კრიტიკოსებს პასუხობს:

“შეტევაზე, სისაძაგლესა და ბოროტებაზე ასე უბრალოდ და ადამიანურად პასუხობს ბერა. დარწმუნებული ვარ, მისი შესაძლებლობების მქონე ნებისმიერი ახალგაზრდა ფეშენ ქორწილს გადაიხდიდა რომელიმე კუნძულზე და მისი მეუღლეც, 2016 წლის კოლექციის ნაცვლად, 2019 წლის კაბით იმარიაჟებდა. რას შეჭამეთ და ჩააშხამეთ ქორწილი, იქნებ, ნანობს კიდეც, რომ აქ გადაიხადა. თუ არ ვცდები, რამდენიმე ისეთიც ლაპარაკობდა, ვინც ბერას მამისგან შემწეობას წლების განმავლობაში იღებდა", – წერს თინიკაშვილი.

წყარო: რეზონანსი