"რომ არ ვიცოდე ირაკლი კობახიძის პირად ცხოვრებაში რაც ხდება, ჩავთვლიდი რომ ვუყვარვარ"

  • რეზონანსი
  • 12 ნოემბერი 18:21, 2018 წელი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

 

"რომ არ ვიცოდე ირაკლი კობახიძის პირად ცხოვრებაში რაც ხდება, ჩავთვლიდი რომ ვუყვარვარ. ასე, არხი არ მაპიარებს",-წერს ჟორჟოლიანი. 


"ამას წინათ, გადაცემა იყო „რუსთავი 2"-ზე, „ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ტელევიზიაში. ერთ-ერთ აქტივისტსა და ჟურნალისტს, ნანა ჟორჟოლიანს მიჰყავდა გადაცემა და მან მოიწვია ეთერში ერთ-ერთი ბრალდებულის დედა. საქმე ეხება ამერიკელების მკვლელობას. სამი ადამიანი, ბავშვი და ცოლ-ქმარი მოკლეს ხადას ხეობაში. ნანა ჟორჟოლიანს ჰყავდა მიწვეული ბრალდებულის დედა და დასასრულს, მან ბრალდებულის დედას გამძლეობა უსურვა სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლაში. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" სახე," თქვა კობახიძემ.

წყარო: რეზონანსი