“მე 9 აპრილს ბიძა მომიკლეს… ვინმე იური მეჩითოვი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დღეს ამდაგვარ შეფასებას აძლევს ძალიან უინტერესოა ჩემთვის!”

  • რეზონანსი
  • 12 ნოემბერი 14:31, 2018 წელი

მომღერალი ნინი ქარსელაძე 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნის, ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

განცხადების თანახმად, 


9 აპრილს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმებს არავის მოკვლის განზრახვა არ ქონიათ და მსხვერპლი იმას მოჰყვა რომ ხალხმა ერთმანეთი გადათელა:


„მესმის, რომ 9 აპრილის თემა ყველა ქართველისთვის ძალიან მძიმეა, ამ თემას რომ ეხები, მინიმუმ სიტყვების ამგვარი კორიანტელისგან თავი უნდა შეიკავო ... ვინმე იური მეჩითოვი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დღეს ამდაგვარ შეფასებას აძლევს ძალიან უინტერესოა ჩემთვის! საშინლად მიუღებელია ამ ნათქვამის დაკავშირება პოლიტიკასთან და სალომე ზურაბიშვილთან!!! მე 9 აპრილს ბიძა მომიკლეს და წამყვანის ამგვარი გინების შემდეგ არ მგონია მას რამე ადარდებდეს გარდა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა...


P.S. ვინც ხმას აძლევს ვაშაძეს, ჩემთვის ყველა ნიკა გვარამიაა და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ნიკა გვარამია აღმოჩნდება"- წერს ნინი ქარსელაძე.

წყარო: რეზონანსი